ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვაშინგტონში გამართული მსოფლიო თასის გათამაშებიდან სამი მედლით დაბრუნდა
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვაშინგტონში გამართული მსოფლიო თასის გათამაშებიდან სამი მედლით დაბრუნდა. მოფარიკავეებს აეროპორტში პარაოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ვაშინგტონში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ეტლით მოფარიკავეებმა ერთი ოქრო და ორი ვერცხლი მოიპოვეს.
ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედალოსანია. ხმლით ფარიკაობის დისციპლინაში ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალში უნგრელი მეტოქე 11-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელ პასკუიონოს 15-11 აჯობა. ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე რაპირით ფარიკაობაშიც იასპარეზა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ამავე ტურნირზე წარმატებულად გამოვიდა ნინა თიბილაშვილიც, მან ეტლით ფარიკაობაში ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ხმლით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.