ეტიუდების ფესტივალის მთავარი პრიზი სანდრო მახარაძის „ყუთმა“ მიიღო
ეტიუდების ფესტივალის მთავარი პრიზი სანდრო მახარაძის „ყუთმა“ მიიღო

თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უკვე მეცხრე წელია, თბილისში ეტიუდების ფესტივალი ტარდება.

ფესტივალში ახალბედა რეჟისორები და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.

წელს სტუდენტებმა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე 15 ეტიუდი წარადგინეს.

გამარჯვებულები ჟიურიმ შვიდ ნომინაციაში გამოავლინა. ფესტივალის მთავარი პრიზი – საუკეთესო ეტიუდი, სანდრო მახარაძის „ყუთმა“ მიიღო.

ფესტივალის მიზანი ახალი სახეების აღმოჩენა და სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლებაა.