ეთიოპიის ორომიას რეგიონში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას 67 ადამიანი გარდაიცვალა
ეთიოპიის ორომიას რეგიონში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას 67 ადამიანი გარდაიცვალა

ეთიოპიის ორომიას რეგიონში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას 67 ადამიანი გარდაიცვალა. საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ცნობილ ადგილობრივ მედიამენეჯერსა და აქტივისტზე, ჯავარ მუჰამედზე ზეწოლას ახორციელებს. გარდაცვლილებს შორის 62 დემონსტრანტი და ხუთი სამართალდამცველია. 13 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

რამდენიმე დღის წინ, ჯავარ მუჰამედმა განაცხადა, რომ ადის-აბებაში ყოფნით მას მას საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, მას სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს.

სტენდფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჯავად მუჰამედი 2016-2017 წლებში ეთიოპიაში ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის ლიდერი იყო, რის შედეგადაც 2018 წელს ეთიოპიის ხელისუფლებაში ამჟამინდელი პრემიერი აბი აჰმედი მოვიდა.

„ალ-ჯაზირას“ ცნობით, ბოლო პერიოდში პრემიერსა და მის მოკავშირე ჯავად მუჰამედს შორის ურთიერთობები დაიძაბა. მუჰამედი ორომოს ხალხის ოფიციალური წარმომადგენელია, რომელიც ეთიოპიაში უმსხვილესი ჯგუფია და თავისი უფლებების გაფართოებას ითხოვს. არსებული ინფორმაციით, ორომიის რეგიონში ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამხედრო დანაყოფები გაგზავნა.