ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესი გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 157 ადამიანია დაღუპული.
ხელისუფლებაში შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება და მაშველებს პერიოდულად ტალახის მასიდან დაღუპულთა ცხედრები ამოჰყავთ.
ამ დროისთვის დაკარგულად რამდენიმე პირია მიჩნეული.