ეთიოპიასა და კენიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა
ეთიოპიასა და კენიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა

ეთიოპიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ლია ტადესეს ინფორმაციით, 48 წლის პაციენტი იაპონიის მოქალაქეა, რომელიც 4 მარტს ეთიოპიაში ბურკინა-ფასოდან ჩავიდა. ინფიცირებული ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაშია იზოლირებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობა დამატებით თანხებს გამოყოფს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ზომებისთვის, მოწყობილია სკარანტინო და საიზოლაციო ცენტრები

ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა კენიის ხელისუფლებამაც დაადასტურა. ამის შესახებ კენიის ჯანდაცვის მდივანმა, მუტაჰი კაგვემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი 27 წლის ქალია, რომელიც კენიაში ლონდონის გავლით აშშ-დან 5 მარტს ჩავიდა. ქალს დაავადება 12 მარტს გამოუვლინდა. მთავრობის ინფორმაციით, მათ დაადგინეს ყველა პირი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე კენიის ჯანდაცვის მდივანმა მუტაჰი კავემ უარყო ქვეყანაში გავრცელებული ჭორი, თითქოს კორონავირუსით შავკანიანები არ ინფიცირდებიან.

„არსებობს მცდარი აზრი, რომ თქვენ კორონავირუსი არ შეგეყრებათ. დაავადებული ქალბატონი 27 წლისაა და ის შავკანიანია“, – განაცხადა კაგვემ.