ესტონეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 405 საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცესი ესტონეთში ჯერ კიდევ 27 თებერვალს დაიწყო. თავდაპირველად ამომრჩევლებს არჩევანის დაფიქსირება ელექტრონულად შეეძლოთ. ამასთან, დღეს მათ აქვს უფლება, შეცვალონ ეს არჩევანი და ხმა უბანზე მისცენ.
ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობას ცხრა პარტია და ათი დამოუკიდებელი კანდიდატი იღებს, ჯამში, 968 კანდიდატია.
დილის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ესტონელი ამომრჩევლების 47,9 პროცენტმა.
სოციოლოგიური გამოკითხვებით, ლიდერობს „რეფორმების პარტია“, რომლის თავმჯდომარე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასია. ევროსკეპტიკოს მემარცხენეებს კი მოქალაქეთა 20 პროცენტი უჭერს მხარს.