ესტონეთში საგანგებო მდგომარეობა 17 მაისამდე გაახანგრძლივეს
ესტონეთში საგანგებო მდგომარეობა 17 მაისამდე გაახანგრძლივეს

ესტონეთში საგანგებო მდგომარეობა 17 მაისამდე გაახანგრძლივეს.

როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა განაცხადა, ბოლო დღეებში ესტონეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება და მთავრობა მომავალ კვირაში წარადგენს ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმას. თუმცა, მისივე თქმით, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა და ამიტომ ესტონეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 17 მაისამდე გაგრძელდება.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ კვირაში ერთხელ სამთავრობო კომისია იმსჯელებს.

ესტონეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 12 მარტს გამოაცხადეს და მისი ვადა პირველ მაისს იწურებოდა.

როგორც ესტონეთის მთავრობაში განაცხადეს, ხელისუფლება 18 მაისს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას შეისწავლის და ამის მიხედვით გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

ესტონეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 1605 ადამიანი, დაიღუპა 46, გამოჯანმრთელდა 206 პაციენტი.