ესტონეთში, ნატო-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით, მასშტაბური სამხედრო სწავლება „გაზაფხულის შტორმი“ დაიწყო
ესტონეთში, ნატო-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით, მასშტაბური სამხედრო სწავლება „გაზაფხულის შტორმი“ დაიწყო

ესტონეთში, ნატო-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით, მასშტაბური სამხედრო სწავლება „გაზაფხულის შტორმი“ დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი გამოცემა აქვეყნებს.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მანევრებში ესტონეთის, აშშ-ის, ლატვიის, პოლონეთის, იტალიის, საფრანგეთის, დანიისა და დიდი ბრიტანეთის 7 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და რამდენიმე ასეული ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.

სამხედრო სწავლებები 5 ივნისამდე გაგრძელდება და შემოწმდება სამხედრო ქვედანაყოფების მზადყოფნა სხვადასხვა საბრძოლო დავალებების შესასრულებლად.