ესტონეთში კოვიდინფექციის იმუნიტეტის დამადასტურებელი ციფრული პასპორტის ტესტირება დაიწყო
ესტონეთში კოვიდინფექციის იმუნიტეტის დამადასტურებელი ციფრული პასპორტის ტესტირება დაიწყო. ესტონეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც მსგავსი სისტემის გამოცდა დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ციფრული პასპორტები ახალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სპეციალისტებმა წარადგინეს.
ციფრული პასპორტების სისტემა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების შედეგებს აგროვებს და საშუალებას იძლევა, რომ ეს მონაცემები სხვა მოქალაქეებმაც იხილონ.
როგორც იუწყებიან. ახალი სისტემის მიზანია საზოგადოებაში კოვიდინფექციის მიმართ შიშის მოხსნა და კარანტინის შემდეგ მოქალაქეების სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოდ დაბრუნება.
ციფრული პასპორტების გამოყენება უკვე დაიწყეს სასტუმროების ქსელ „რედისონში“ და საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „პიარფუდსში“.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მსგავსი „პასპორტების“ მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ, რადგან ჯერ უცნობია, რა დროს უმუშავდებათ ადამიანებს კოვიდინფექციის მიმართ იმუნიტეტი.