ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გამონაკლისები დაუშვა
ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გამონაკლისები დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
როგორც ურმას რეინსალუ აცხადებს, გადაწყვეტილება ძალაში ერთ კვირაში შევა. მისივე თქმით, შეზღუდვა შეეხება რუსეთის იმ მოქალაქეებსაც, ვისაც ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზა აქვთ.
„სანქციები ნიშნავს, რომ ვიზები ძალაში დარჩება, თუმცა მათი მფლობელები ესტონეთში შესვლას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, გამონაკლისი დაშვებული იქნება მხოლოდ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც უშუალოდ არის ჩართული პროდუქციის გადატანასა და მგზავრთა გადაზიდვაში. ასევე, იმ პირებისთვის, ვისაც აქვთ უფლება თავისუფლად გადაადგილდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე და ვისი ჩასვლაც ესტონეთში ჰუმანიტარული მიზეზებით არის აუცილებელია ან ისინი მიემგზავრებიან ესტონეთში მცხოვრებ ნათესავთან ან მათთან ვისაც აქვთ ესტონეთში გრძელვადიანად ბინადრობის უფლება.
რეინსალუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვები არ შეეხება ესტონეთში დაბადებულ ან მუდმივად მცხოვრებ პირებს.