ესტონეთმა, ლატვიამ და დანიამ ნატო-ს მრავალეროვნული დივიზია „ჩრდილოეთი“ დააფუძნეს
ესტონეთმა, ლატვიამ და დანიამ ნატო-ს მრავალეროვნული დივიზია „ჩრდილოეთი“ (Nord) დააფუძნეს.
შტაბი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო სტრუქტურის ნაწილი იქნება და რეგიონის სამხედრო ნაწილებსა და დანაყოფებს დააკავშირებს.
ურთიერთგაგების შეთანხმებას აღნიშნული სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. გავრცელებული ცნობით, „ჩრდილოეთის“ შტაბის დივიზია ლატვიაში მდებარე სამხედრო ბაზა ადაჟიში და დანიის ქალაქ კარუპში განთავსდება.
ჩრდილოეთ დანაყოფს როტაციის პრინციპით უხელმძღვანელებენ. პირველი მეთაური დანიის წარმომადგენელი იქნება.