ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შემდეგ, ბალტიის ზღვა ნატო-ს შიდა ზღვა გახდება
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შემდეგ, ბალტიის ზღვა ნატო-ს შიდა ზღვა გახდება. ამის შესახებ განცხადება ჰანო პევკურმა ფინურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ესტონეთი და ფინეთი შეთანხმდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატო-ს წევრი გახდება, ორი ქვეყანა სანაპირო დაცვას გააერთიანებს. ეს მისცემს მათ საშუალებას, რუსულ სამხედრო გემებს ბალტიის ზღვა დაუკეტონ.
„ესტონური და ფინური რაკეტების მოქმედების არეალი აღემატება ფინეთის ყურის სიგანეს“, – განაცხადა პევკურმა.
მისივე თქმით, ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვა ფინეთის ყურის ჩაკეტვის საშუალებას მისცემს ჰელსინკსა და ტალინს.
„ბალტიის ზღვა ნატო-ს შიდა ზღვა გახდება, როდესაც ალიანსში ფინეთისა და შვედეთი გაწევრიანდებიან“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.