ესტონეთის საგარეო უწყება - მკაცრად ვგმობთ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, თანავუგრძნობთ ოჯახს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ კირბალთან განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მომხდარ ფატალურ ინციდენტს, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება დაუშვებელია. თანავუგრძნობთ ოჯახს“,- ნათქვამია განცხადებაში.
კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.