ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგლოვობთ შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად დაღუპულებს, გულით საქართველოს ხალხთან ვართ
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარს გამოთქვამს. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს.
„ვგლოვობთ შოვის რეგიონში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან. ამ ტრაგედიის დროს, ჩვენ გულით საქართველოს ხალხთან ვართ“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.