ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას მიესალმება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება.
„მივესალმებით შეთანხმების ხელმოწერას როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს კრიზისიდან გამოსასვლელად. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ხელი მოაწერონ და შეასრულონ ის“,- აღნიშნულია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.