ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქართველ ხალხს თანადგომას უცხადებს.
ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო. ესტონეთი ზეიმობს და დგას ქართველი ხალხის გვერდით“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.