ესტონეთის საგარეო უწყება - ესტონეთი ყოველთვის იქნება საქართველოს ახლო მეგობარი და ძლიერი მოკავშირე
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ძვირფასო მეგობრებო საქართველოში, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ესტონეთი ყოველთვის იქნება თქვენი ახლო მეგობარი და ძლიერი მოკავშირე“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.