ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავებულობა, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისში ძალადობრივ შეჭრას და თბილისში, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავებულობა, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს. მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება“, – ნათქვამია განცხადებაში.