ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ესტონეთი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ესტონეთი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

აგვისტოს ომის 14 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ესტონეთი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომის საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგები დღემდე იგრძნობა და ჩვენ არ დავივიწყებთ. ესტონეთი ადასტურებს მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.