ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვაფასებთ საქართველოს და ვაგრძელებთ მის მხარდაჭერას
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვაფასებთ საქართველოს და ვაგრძელებთ მის მხარდაჭერას

საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია, ჩვენ ვაფასებთ და ვაგრძელებთ მხარდაჭერას,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვენ მიქსერმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მიქსერმა აღნიშნა, საქართველოს შესანიშნავი პროგრესი აქვს.

„ღია კარის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ასპირანტ სახელმწიფოებს და დავაფასოთ მათი მისწრაფება, ვისაც სურთ ნატო-ს წევრი ქვეყნები გახდნენ. საქართველოს აქვს შესანიშნავი პროგრესი. საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ და ვაგრძელებთ მხარდაჭერას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე შედგება ნატო-უკრაინა-საქართველოს შეხვედრა. მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს ისიც, რომ ეს შედგება უმაღლეს დონეზე“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.