ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს ხელისუფლება ახლა ისე უნდა წავიდეს წინ, როგორც ეს შეთანხმდა ევროკავშირთან და, ძირითადად, ქართველ ხალხთან
ერთი საკითხია უცხოური აგენტების კანონი, მაგრამ საქმეა ისაა, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას, მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და ძალიან მკაფიო იყოს პასუხში. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.
„ლიეტუვის, ლატვიისა და ისლანდიის მინისტრებთან ერთად ვიყავით საქართველოში და ვითარება ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. ერთი საკითხია უცხოური აგენტების კანონი, მაგრამ საქმეა ისაა, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას, მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს. ასე რომ, ჩვენ დღეს ასევე დავაყენებთ საქართველოს საკითხს, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, ძალიან მკაფიო უნდა იყოს პასუხში, რადგან ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას სავიზო თავისუფლების, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, ასევე, კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსი. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ საქართველოს სიტუაციასაც, რადგან ქართველს ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს მთავრობაც ამას დაჰპირდა არა მხოლოდ ხალხს, არამედ ევროკავშირსაც. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ გზის მიმართ გარანტირებული არ არის, რადგან საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს შეთანხმებული გზის ცხრა პირობა. პირველ რიგში, რაც გვინდა, არის ის, რომ გვსურს, კომისიისგან მივიღოთ ცხრა ნაბიჯის შესახებ მიმოხილვა, ასევე, მოვამზადოთ რეაქციები. ვგულისხმობ როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ასევე პერსონალურ სანქციებს, თუ ეს შესაძლებელია, მაგრამ ასევე ვიზების რეჟიმის შესაძლო შეჩერებასა და გადახედვას. ასე რომ, რადგან ის ყველაფერი, რაც მიეცა საქართველოს მთავრობას, გარანტირებული არ არის, საქართველოს ხელისუფლება ახლა ისე უნდა წავიდეს წინ, როგორც ეს შეთანხმდა ევროკავშირთან და, ძირითადად, ქართველ ხალხთან“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.