ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სალომე ზურაბიშვილის ვეტო წინსვლის გზას გვთავაზობს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას.
„უცხოელი აგენტების კანონზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტო წინსვლის გზას გვთავაზობს. ესტონეთი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონი და დაუბრუნდნენ ევროკავშირის კურსს”, – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დღეს დაადო.