ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ბორელის რუსეთში ვიზიტს აკრიტიკებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ბორელის რუსეთში ვიზიტს აკრიტიკებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევა მარია ლიიმეტესი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის რუსეთში ვიზიტს აკრიტიკებს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის დრო არასწორად იყო შერჩეული.

„ვიზიტის დრო არასწორად იქნა შერჩეული. ჯერ კიდევ ვიზიტის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ამ ვიზიტის ერთ-ერთი პირობა ალექსეი ნავალნისთან შეხვედრა უნდა ყოფილიყო. 2 თებერვალს, ისევე როგორც ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა მეც დავგმე სასამართლოს გადწყვეტილება ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ნავალნი ისევ ციხეშია. საჭირო იყო ადგილზე ყოფნის დროს მასთან შეხვედრა“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ესტონეთის საგარეო მინისტრს სურს, რომ ჯოზეფ ბორელს პირადად შეხვდეს და მისგან მოისმინოს ვიზიტის დეტალები.