ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირის სამეზობლოში ჯერ კიდევ ბევრი მოუგვარებელი კონფლიქტია და ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირის სამეზობლოში ჯერ კიდევ ბევრი მოუგვარებელი კონფლიქტია და ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს

ევროკავშირის სამეზობლოში ჯერ კიდევ ბევრი მოუგვარებელი კონფლიქტია და ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს, – ეს განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა მარია ლიმეტსმა ლისაბონში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.

„ჩვენს სამეზობლოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გადაუჭრელი კონფლიქტი არსებობს და ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს. იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით პასუხებს ბევრ კითხვაზე, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ასევე, დნესტრისპირეთზე და მთიან ყარაბაღზე. ყველა ეს კონფლიქტი საჭიროებს ევროკავშირის მეტ ჩართულობას და ჩვენ მოვძებნით გამოსავალს ეუთო-სთან ერთად. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი კონსტრუქციულ როლს შეასრულებს ამ კონფლიქტების მოგვარებაში“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.