ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გენდერულად ნეიტრალური ქორწინების ლეგალიზებით, ესტონეთმა უზარმაზარი ნახტომი გააკეთა უფრო ინკლუზიური საზოგადოებისკენ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია
წელს ესტონეთმა უზარმაზარი ნახტომი გააკეთა უფრო ინკლუზიური საზოგადოებისკენ გენდერულად ნეიტრალური ქორწინების ლეგალიზებით, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია, – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელის დროშას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ყველას შეუძლია იცხოვროს შიშისა და ძალადობის გარეშე“, – აცხადებს მარგუს ცაჰკნა.