ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - წლებია, მხარს ვუჭერთ საქართველოს, კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ საქართველო მკაფიო უნდა იყოს დემოკრატიის, მართლმსაჯულების ვითარებასთან დაკავშირებით
ესტონეთი, წლებია, მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ საქართველო ძალიან მკაფიო უნდა იყოს დემოკრატიის, სასამართლო და მართლმსაჯულების ვითარებასთან დაკავშირებით და ვაპირებთ ამ კითხვების დასმას, თუ რა პროცესშია, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
„ჩვენ საქართველოს 100 პროცენტით ვუჭერთ მხარს, მაგრამ არის გარკვეული ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს დემოკრატიულ ვითარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.
რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში შეხვედრას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც დაესწრება, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშველოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველო მათთან ერთადაა.
„ველოდები ქართველ მეგობრებთან შეხვედრას. მნიშველოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველო ჩვენთან ერთადაა“, – განაცხადა მან.