ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთმა ესტონეთის პორტიდან გასული ბერძნული ნავთობტანკერი დააკავა
რუსეთმა ბერძნული ნავთობტანკერი Green Admire-ი დააკავა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს.
როგორც ცნობილია, ტანკერი ესტონეთის პორტ სილამიედან გავიდა და მისი დაკავება რუსეთის წყლებში მოხდა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გემი წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით მოძრაობდა, რომელიც რუსეთის, ესტონეთისა და ფინეთის ურთიერთშეთანხმებით იყო დადგენილი.
„დღევანდელი ინციდენტი აჩვენებს, რომ რუსეთი კვლავ არაპროგნოზირებადად იქცევა. მე ასევე ვაცნობე ჩვენს მოკავშირეებს ამ შემთხვევის შესახებ“, – წერს მარგუს ცაჰკნა.