ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მხარდაჭერა იქნება
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მხარდაჭერა იქნება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მხარდაჭერა იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევა-მარია ლიიმეტსი ავრცელებს.

„მზად ვართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრისთვის ბრიუსელში. განიხილება ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები, სამხრეთ სამეზობლო, რუსეთთან ურთიერთობები, საქართველოს მხარდაჭერა, ასევე მიანმარსა და ვენესუელაში არსებული სიტუაცია. ასევე, ველოდებით დიალოგს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაჩელეტთან“, – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.