ესტონეთის პრემიერი - ჩვენ მეტი უნდა ვილაპარაკოთ, რა შეგვიძლია უკრაინის დასახმარებლად, გავაორმაგოთ ძალისხმევა, სამხედრო დამნაშავე უნდა შევაჩეროთ
ესტონეთის პრემიერი - ჩვენ მეტი უნდა ვილაპარაკოთ, რა შეგვიძლია უკრაინის დასახმარებლად, გავაორმაგოთ ძალისხმევა, სამხედრო დამნაშავე უნდა შევაჩეროთ

ვფიქრობ, უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, პუტინმა ომი ვერ უნდა მოიგოს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეშფოთებული არიან იმით, რასაც რუსეთი აკეთებს და სამხედრო დამნაშავე უნდა შეაჩერონ.

„ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რას ვაკეთებთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად, იმასთან ერთად, რაც უკვე გავაკეთეთ. ვფიქრობ, უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა. პუტინმა ეს ომი ვერ უნდა მოიგოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ყველასთვის, ასევე ნატო-ს უსაფრთხოებისთვის.

მეორე საკითხი, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ, არის თავდაცვის ხარჯების გაზრდა. რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული ვართ იმით, რასაც რუსეთი აკეთებს. პუტინი ცდილობს, ჩვენც შეგვაშინოს, რომ შევიკავოთ თავი უკრაინის დახმარებისგან, ჩვენ ამას არ უნდა ავყვეთ და უნდა შევაჩეროთ სამხედრო დამნაშავე“, – აღნიშნა კაია კალასმა.