ესტონეთის პრემიერი აცხადებს, რომ შეცდომა იყო, როდესაც რუსეთი არ დაისაჯა საქართველოსა და უკრაინაში აგრესიის გამო
ესტონეთის პრემიერი აცხადებს, რომ შეცდომა იყო, როდესაც რუსეთი არ დაისაჯა საქართველოსა და უკრაინაში აგრესიის გამო. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა „დი ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კაია კალასის თქმით, ერთადერთი გამოსავალი რუსეთის უკან, მის საზღვრებში დაბრუნებაა.
„ახლა ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ რბილები. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის უკან, მის საზღვრებში დაბრუნებაა, რათა პუტინმა არაფერი დაკარგოს, მაგრამ არც მიიღოს. ყველაფერი დანარჩენი ნიშნავს, რომ მისმა აგრესიამ შედეგი გამოიღო. ეს იქნებოდა მოწვევა და ვერც ერთი სახელმწიფო ვეღარ იგრძნობდა თავს უსაფრთხოდ“, – განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, ზემოაღნიშნულის გამო, საჭიროა უკრაინის დახმარება და მეტის გაკეთება ამ მიმართულებით.