ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია დავით ზალკალიანთან და გრიგოლ ვაშაძესთან განიხილა
„ბალტიკ თაიმსის“ ცნობით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ქართველ კოლეგასთან და ოპოზიციის ლიდერთან განიხილა.
როგორც გამოცემა წერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუმ დავით ზალკალიანსა და ოპოზიციის ლიდერ გრიგოლ ვაშაძესთან საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ფონზე შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ტელეფონით განიხილა.
„კარგი დისკუსია მქონდა დავით ზალკალიანთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ გრიგოლ ვაშაძესთან. მოვუწოდე მთავრობას და ოპოზიციას მონაწილეობა მიიღონ დიალოგში. გადამწყვეტია, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატიის პრინციპები დაცული იყოს ამ პროცესში. დავადასტურე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. ხაზი გავუსვი კანონის უზენაესობის მნიშვნელობას და პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების საჭიროებას“, – განაცხადა რეინსალუმ.