ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პარტიაში აცხადებენ, რომ კაია კალასის გადადგომის შემდეგ, სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს პროგრამაში
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პარტია „რეფორმაში“ აცხადებენ, რომ კაია კალასის გადადგომის შემდეგ სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს მის პროგრამაში.
კაია კალასს ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად ჯერ არ გაუკეთებია, ის კიდევ რამდენიმე კვირა გააგრძელებს ქვეყნის მართვას, სავარაუდოდ, ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე.
„მე უკვე დავტოვე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, ახალი არჩევნები პარტიაში კი 8 სექტემბერს გაიმართება“, – განაცხადა კაია კალასმა.
„პარტიის ახალმა ლიდერმა, კლიმატის მინისტრმა, კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ კოალიციური შეთანხმება სექტემბრისთვის უნდა განახლდეს.
მიხალა 29 ივნისს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აირჩიეს. კაია კალასი კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხდება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.