ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, რომ იარონ წინ ევროკავშირში წევრობისკენ
ჩვენ მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, რომ იარონ წინ ევროკავშირში წევრობისკენ, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეწუხებული არიან ნაბიჯებით, რომელსაც რუსეთი დგამს.
„ძალიან შეწუხებული ვართ ნაბიჯებით, რომელსაც რუსეთი დგამს. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რუსეთს შეუძლია, რაიმე თქვას, როგორ იცავს ნატო თავის საზღვრებს, ან ვის აქვს უფლება ნატო-ში ან ევროკავშირში წევრობაზე. ჩვენ ამ პოზიციაზე მტკიცედ ვდგავართ“, – განაცხადა კაია კალასმა.
ამასთან, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანებისკენ სვლა ნიშნავს რეფორმებს, რომლებიც თავად ასპირანტი ქვეყნისთვის არის საჭირო.
„ისინი, ვისაც სურთ უფრო სწრაფად მოძრაობა, აქვთ უფლება, სწრაფად იმოძრაონ, მაგრამ ამავდროულად ეს ნიშნავს რეფორმებს, რომლებიც აუცილებლად გასატარებელია ქვეყნებში. მე ესტონეთს წარმოვადგენ, ასე რომ, ჩვენ გავლილი გვაქვს ეს გზა, თუმცა არა იმიტომ, რომ ევროკავშირმა გვთხოვა ამის გაკეთება, არამედ ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის საჭირო. მართლმსაჯულების სისტემა მუშაობს კარგად, კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია, შესაბამისად, ინვესტორებს შეუძლიათ, ენდონ ეკონომიკას. ოპოზიცია არ არის პროცესიდან გათიშული და დემოკრატია მუშაობს“, – განაცხადა კაია კალასმა.