ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - კანდიდატი ქვეყნების სტატუსი ივნისში განიხილება, ჩვენ ყველას ერთნაირად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ჩვენნაირი მხარდამჭერი არ არის
კანდიდატი ქვეყნების სტატუსი ივნისში განიხილება, ჩვენ ყველას ერთნაირად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ჩვენნაირი მხარდამჭერი არ არის, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყების წინ ბრიუსელში განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ, რათა ივნისის სამიტისთვის შეთანხმება გვქონდეს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მიიღოს მკაფიო პირობები, თუ როგორ უნდა წასწიოს წინ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისკენ. ცხადია, მოლდოვა და საქართველო ასევე არის განხილვის თემებს შორის, მაგრამ ვფიქრობ, ისინი ჯერ არ არიან იქ. ცხადია, ჩვენ ყველას ერთნაირად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ჩვენნაირად მათ მხარს არ უჭერს. დისკუსია მიმდინარეობს და კანდიდატი ქვეყნების სტატუსი განხილული იქნება ივნისის სამიტზე.
ყველა, ვინც გაწევრიანდა ევროკავშირში, გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. ვგულისხმობ რეფორმებს, რაც უნდა შესრულდეს. ესტონეთსაც მოუწია იგივეს გაკეთება 18 წლის წინ. ეს იყო ანტიკორუფციული რეფორმები, კანონის უზენაესობა. ყველაფერი ეს არის ევროკავშირის ღირებულებები. ამ პირობებს თუ აკმაყოფილებ, იღებ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ეს ასე მუშაობს“,- განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.