ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნებია
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიჰალის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება.
ამის შესახებ ესტონეთის მთავრობის მთაურმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნებია. გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლო არჩევნები არ იქნა მიჩნეული თავისუფლად და სამართლიანად. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაფერხეს. ასე რომ, ჩვენ ამასაც განვიხილავთ“, – განაცხადა კრისტენ მიჰალმა.