ესტონეთის პოლიცია მოქალაქეებს ურჩევს, არ ისარგებლონ Yandex.Taxi-ს მომსახურებით
ესტონეთის პოლიცია მოქალაქეებს ურჩევს, არ ისარგებლონ რუსული კომპანია Yandex.Taxi-ს მომსახურებით, რადგან ამ შემთხვევაში, მათი მონაცემები რუსულ სერვერებზე მოხვდება.
„რუსეთში, იმ სერვერებზე, სადაც ეს ინფორმაცია მიდის, არ მოქმედებს ევროკავშირის მოთხოვნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, – განაცხადა პოლიციის ბიუროს ხელმძღვანელმა ანდრეს კაჰარმა.
Yandex.Taxi ესტონეთში ერთი წლის წინ გამოჩნდა. საერთაშორისო კომპანია ამსტერდამშია დარეგისტრირებული, თუმცა კომპანიის პროგრამისტები მოსკოვში მუშაობენ.