ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა
ესტონეთის საპარლამენტო ოპოზიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იური რატასის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო.
მთავრობის მეთაურისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 40-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 55 აღმოჩნდა.
ერთმა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხუთი კი, სხდომას არ ესწრებოდა. პრემიერის თანამდებობიდან გადაყენებისთვის 51 ხმის მოპოვება იყო საჭირო.
პრემიერი დღეს პარლამენტში ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა დეპუტატების შეკითხვებს.
ესტონეთის საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რატასი სუსტი და არაკომპეტენტური პრემიერია.