ესტონეთის მთავრობამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო შეზღუდვები 25 აპრილამდე გაახანგრძლივა
ესტონეთის მთავრობამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ორი კვირით, 25 აპრილამდე გაახანგრძლივა. ასევე ქვეყანაში ლატვიიდან, ლიეტუვადან და ფინეთიდან ჩასული ადამიანებისთვის სავალდებულო გახდება 10-დღიანი კარანტინი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვა შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, სპორტულ დარბაზებს, საჯარო ღონისძიებებს. დაიხურება საცურაო აუზები. რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით გააგრძელებენ მუშაობას. დახურული იქნება მაღაზიები.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ესტონეთში „კოვიდ-19“-ის 105 416 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 896 ადამიანი.