ესტონეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრ კაია კალასის შემცვლელი დაასახელა
ესტონეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრ კაია კალასის შემცვლელი დაასახელა.
ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ესტონეთის „რეფორმის“ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კლიმატის საკითხებში მინისტრის, კრისტენ მიხაილის კანდიდატურა წარადგინოს.
კრისტენ მიხაილმა პარტიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია ესტონეთის უსაფრთხოება.
კაია კალასი, როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, 9-11 ივლისს ნატო-ს სამიტს ეწვევა, რის შემდეგაც ის პოსტს დატოვებს.