ესტონეთის ევროპულ საკითხთა მინისტრი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს გაფართოების პოლიტიკას, ამით სარგებელს ნახავენ როგორც კანდიდატი ქვეყნები, ასევე ევროკავშირი
ესტონეთის ევროპულ საკითხთა მინისტრის, მარიკა ლინტამის განცხადებით, ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას.
როგორც მარიკა ლინტამმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, გაფართოებით როგორც კანდიდატი ქვეყნები, ასევე ევროკავშირი ნახავენ სარგებელს.
„გაფართოების საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს გაფართოების პოლიტიკას. ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ამ გზას, რადგან ეს არის ის, რითიც როგორც კანდიდატი ქვეყნები, ასევე ევროკავშირი სარგებელს ნახავს“, – აღნიშნა ლინტამმა.