ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს
ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს. ამის შესახებ ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ესტონეთი დაეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორებს. მოლდოვას გადაეცემა ვაქცინის 100 000 დოზა და ასევე, 100 000 დოზა გადაეცემა ჩვენს პარტნიორ საქართველოს“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.