ესტონეთი და ლატვია საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის რუსულ ელექტროენერგიაზე გადასახადს დააწესებენ
ესტონეთი და ლატვია საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის რუსულ ელექტროენერგიაზე გადასახადს დააწესებენ. როგორც ესტონური მედია წერს, ტარიფების შემოღება შემოდგომიდან იგეგმება.
რუსულ ელექტროენერგიაზე, რომელიც წიაღისეულის წყაროებიდან არის წარმოებული და, რომელზეც ამ ეტაპზე, გადასახადი არ არის დაწესებული, ესტონეთის ბაზარზე ლიეტუვიდან ხვდება.
„ჩვენ მოვილაპარაკეთ ლატვიელ კოლეგებთან, რომ შემოდგომიდან ინფრასრუქტურის გამოყენებისთვის ტარიფებს დავაწესებთ. რაც შეეხება საბაჟო ტარიფებს, ეს ევროკომისიის კომპეტენციაა“, – განაცხადა ესტონეთის ეკონომიკის ვიცე-კანცლერმა ტიმო ტატარმა.
მსგავსი გადასახადი უკვე წლებია, დაწესებული აქვს ფინეთს.