ესტონეთი და ლატვია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავენ
ესტონეთი და ლატვია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავენ.
„ვამზადებთ შესაბამის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ესტონეთის საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის დაიხურება. ჩვენს ბალტიელ კოლეგებსაც იგივე ქმედებისკენ მოვუწოდებთ, რომ ჩავხსნათ რუსეთი ევროპის საჰაერო სივრციდან“, – ნათქვამია ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტეს პოლონეთმა, ჩეხეთმა ბულგარეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.