ქალაქ კონტიოლახტში, ბიატლონში, მსოფლიო თასის მეორე ეტაპის დასკვნით დღეს ესტაფეტა ქალებში 4*6 კმ-ზე შვედეთის ნაკრების, ხოლო ესტაფეტა კაცებში 4*7.5 კმ-ზე ნორვეგიის ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მსოფლიო თასის ორი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლას კაცებში 210 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 204 ქულით შვედი ჰანა ოებერგი იკავებს.
11-13 დეკემბერს ჰოხფილცენში (ავსტრია) მსოფლიო თასის მესამე ეტაპი გაიმართება.