ესტაფეტა ქალებში საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო.გერმანულ ქალაქ რუპოლდინგში მსოფლიო თასის მეხუთე ეტაპის რბოლა გაიმართა.ესტაფეტა ქალებში 4*6 კმ-ზე საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, მეორეზე ნორვეგიელი ქალები გავიდნენ, მესამე კი გერმანიის ნაკრები იყო.
შეგახსენებთ,რომ ხვალ რუპოლდინგის ეტაპის დასკვნითი ორი რბოლა გაიმართება – მას-სტარტი კაცებში 15 კმ-ზე და მას-სტარტი ქალებში 12.5 კმ-ზე.