ტელეკომპანია ESPN-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი NBA-ის 2018-19 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდება.
გამოკითხვის თანახმად, “ლეიკერსის” ახალწვეულმა ხმების 39.4 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა “ნიუ ორლეანის” ლიდერმა ენტონი დევისმა (30.3 პროცენტი). მესამეზე გავიდა “გოლდენ სტეიტის” ფორვარდი კევინ დურანტი (12.1 პროცენტი).
ლებრონ ჯეიმსი სულ ოთხჯერ ყოფილა სეზონის MVP – 2009, 2010, 2012 და 2013 წლებში. ლიგის მოქმედი MVP გახლავთ “ჰიუსტონის” მცველი ჯეიმს ჰარდენი.