ESPN-მა ათწლეულის საუკეთესო ჰოკეისტი დაასახელა
ESPN-მა ათწლეულის საუკეთესო ჰოკეისტი დაასახელა

ტელეკომპანია ESPN-მა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ბოლო ათწლეულში ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) საუკეთესო მოთამაშეების ტოპ-ათეული. სიას სათავეში უდგას „პიტსბურგის” კაპიტანი სიდნი კროსბი, ხოლო მისი ყველაზე პრინციპული მეტოქე, „ვაშინგტონის” ფორვარდი ალექსანდრ ოვეჩკინი მესამე პოზიციაზეა. მათ შორის მოექცა „ედმონტონის” კაპიტანი კონორ მაკდევიდი.

1. სიდნი კროსბი (პიტსბურგი)

2. კონორ მაკდევიდი (ედმონტონი)

3. ალექსანდრ ოვეჩკინი (ვაშინგტონი)

4. ერიკ კარლსონი (სან ხოსე)

5. ჰენრიკ ლუნდკვისტი (რეინჯერსი)

6. ევგენი მალკინი (პიტსბურგი)

7. პატრის ბერჟერონი (ბოსტონი)

8. სტივენ სტემკოსი (ტამპა ბეი)

9. პატრიკ კეინი (ჩიკაგო)

10. დანკან კიტი (ჩიკაგო)