სიდნი კროსბი ისევ საუკეთესო კანადელი ჰოკეისტია [ვიდეო]
„პიტსბურგსა“ და „ედმონტონს“ შორის ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გავიდა.
ძირითადი დრო 5:5 დასრულდა და ოვერტაიმის მესამე წუთზე „პიტსბურგის“ კაპიტანმა სიდნი კროსბიმ შაიბა კარგა ხანი ატარა, ორი მცველი მოატყუა და ძალიან მახვილი კუთხიდან გაიტანა.
This OT game-winner by Sidney Crosby is hypnotizing 😮
(via @NHL) pic.twitter.com/kjB1SfYMBB
— Sports Illustrated (@SInow) October 24, 2018
კროსბიმ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ექვსმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.