სიდნი კროსბის ოპერაცია გაუკეთდება და ერთი თვე თამაშს ვერ შეძლებს
სიდნი კროსბის ოპერაცია გაუკეთდება და ერთი თვე თამაშს ვერ შეძლებს

„პიტსბურგის“ კაპიტანმა სიდნი კროსბიმ, შესაძლოა, ოპერაცია გადაიტანოს, რის გამოც მოუწევს ოთხიდან ექვსი კვირის გამოტოვება.

კროსბიმ ფეხის ტრავმა 10 ნოემბერს, „ჩიკაგოსთან“ მატჩში გაიმიზეზა, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ჰქონდა.

კანადელმა გადაწყვიტა არ გაეკეთებინა ოპერაცია გასულ თვეში, რადგან „პინგვინების“ რიგებში ტრავმის გამო, ისედაც ბევრი ჰოკეისტი ვერ თამაშობდა.

ახლა კროსბი განიხილავს მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის, ოპერაციას. ალტერნატიული მკურნალობის შემთხვევაში, ოპერაციის გადადება შესაძლებელია მომავალ ზაფხულამდე, მაგრამ ამ ვარიანტით არსებობს ტრავმის გამეორების საშიშროება. „პიტსბურგში“ სურთ, რომ გუნდის ლიდერმა რაც შეიძლება მალე ჩაიტაროს შესაბამისი პროცედურა.

2019-2020 წლების სეზონზე, 32 წლის კროსბიმ რეგულარული ჩემპიონატის 17 მატჩში 17 ქულა (5+12) დააგროვა.