პირველად 2008 წლის შემდეგ - კროსბი ქულებით ოვეჩკინს დაეწია
პირველად 2008 წლის შემდეგ - კროსბი ქულებით ოვეჩკინს დაეწია

ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს „პიტსბურგმა“ 5:1 „ფლორიდა“ გაანადგურა, „ვაშინგტონმა“ კი „ფილადელფია“ დაამარცხა (5:3). „პინგვინების“ კაპიტანმა, სიდნი კროსბიმ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, „კეპიტალზის“ კაპიტანმა ალექს ოვეჩკინმა კი ქულები ვერ დააგროვა. ამ შედეგიანი თამაშის წყალობით, კროსბის კარიერაში, რეგულარულ ჩემპიონატებში 1169 ქულა დაუგროვდა და ოვეჩკინს დაეწია. ბოლოჯერ კანადელი რუსს ბომბარდირთა სიაში 2008 წლის მარტში უსწრებდა.

აღსანიშნავია, რომ 1169 ქულის დასაგროვებლად კროსბიმ 140 მატჩით ნაკლები ჩაატარა – 904 1044-ის წინააღმდეგ. კანადელმა ქულების ეს რაოდენობა 431 გოლითა და 738 შედეგიანი გადაცემით შეასრულა, ოვეჩკინის ანგარიშზეა – 637 გოლი და 532 საგოლე პასი.

მიმდინარე სეზონში კროსბის 40 მატჩში 53 ქულა (20+33) აქვს, ოვეჩკინს 41 მატჩში 47 ქულა (30+17).